სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას დღეს გამთენიისას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
"რია ნოვოსტის" ცნობით, რომელიც თავის მხრივ "ენერგორესურს ცენტრის" ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გამანაწილებელ პუნქტზე მომხდარი ავარიითაა გამოწვეული.
ელექტროენერგიის მიწოდება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სავარაუდოდ საღამოს საათებში ან ხვალ დილიდან აღუდგება.
