ნატო-ს სამხედრო სწავლების ,,ცივი პასუხი 2012"-ის მიმდინარეობისას, ნორვეგიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაუჩინარდა.
უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, ჯერჯერობით დაუდგენელია თუ რა მიზეზით დაიკარგა საფრენი აპარატი.
თვითმფრინავი რადარებიდან ქალაქ კირუნასთან გაუჩინარდა.
მაშველებმა კაბნეკაისეს მთასთან მეტალის ნივთები შენიშნეს, რომელიც შესაძლოა თვითმფრინავის კორპუსის ნაწილები იყოს, თუმცა მათთან მიახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
თვითფრინავის ეკიპაჟი 6 წევრისგან შედგებოდა.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სწავლებაში ალიანსის წევრი 14 ქვეყნის 16 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
