სირიის დედაქალაქ დამასკოში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობა ჯერ არ სახელდება.
ტერაქტი დღეს გამთენიისას განხორციელდა.
"BBC" -ის ინფორმაციით, ორი დანაღმული ავტომობილის აფეთქებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აფეთქებები სირიის თავდაცვის სამინისტროსთან განხორციელდა.
