ბელგიაში დღეს გლოვის დღეა
ბელგიაში დღეს გლოვის დღეა
11:29 16.03.2012
ბელგიაში 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.
"ბელგიის მოსახლეობა შვეიცარიში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს გლოვობს" -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ელიო დე ლუპომ.
შვეიცარიაში ვალეს კანტონში, 14 მარტს მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, 28 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 22 ბავშვია. ავტობუსმა, რომელშიც ბავშვები ისხდნენ, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მართვა დაკარგა და გვირაბის კედელს შეეჯახა. სულ, სასკოლო ავტობუსში 52 მგზავრი იმყოფებოდა.

ბეჭდვა