ირანისთვის გადარიცხვების შეჩერების თაობაზე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების მწარმოებელი კომპანია "სვიფტის" გადაწყვეტილებას აშშ მიესალმება.
აღნიშნული გადაწვეტილება სანქციის სახით ძალაში 17 მარტს შევა. მისი მიზანი ირანის საბანკო სისტემის იზოლაციაა. ამით სხვა ქვეყნიდან ირანში ან ირანიდან ფულის მოძრაობა ოფიციალური საბანკო გზებით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
ბოლო პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ ირანისთის სანქციების დაწესების მიზანი ირანის ატომური პროგრამისთვის დაფინანსების წყაროების შეწყვეტაა.
