ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ომით არ უნდა მოგვარდეს.
ნულანდი კონფლიქტში ჩართულ ორივე მხარეს პრობლემების მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად ალტერნატიული გზების მოძებნისა და პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
მისივე განმარტებით, ამერიკა, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მხარეებს მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ საქმიანობაში მხარს უჭერს.
