რუსეთის 200 უფლებადამცველი ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომლის
საშუალებით სირიაზე ზეწოლა გაძლიერდება. ამ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
საინფორმაციო საშუალების ცნობით, რუსეთი, რომელიც სირიის რეჟიმის ტრადიციული მოკავშირეა და მას იარაღით ამარაგებს, სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას ჩინეთთან ერთად ბლოკავს. რეზოლუციის მომხრეა დასავლეთი და არაბთა ლიგა.
ამ ეტაპზე, სირიის მთავრობის ჯარები იდლიბის პროვინციაში მეამბოხეების პოზიციებს ბომბავენ.
დღესვე დამასოკში, ალეპოსა და სირიის რამდენიმე სხვა ქალაქში სირიის მთავრობის მხარდამჭერთა დემონსტრაციები გაიმართა.
