მაილიანი - აღიარებამ შესაძლოა, ყარაბაღში ომის განახლება აღკვეთოს
მაილიანი - აღიარებამ შესაძლოა, ყარაბაღში ომის განახლება აღკვეთოს
15:37 15.03.2012
მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე მასის მაილიანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო  აღიარებამ, შესაძლოა, ყარაბაღში ომის განახლება აღკვეთოს.

მაილიანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ე.წ. მადრიდის პრინციპებით, ხელმძღვანელობა საქმეს ომის დაწყებამდე მიიყვანს.
"საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა საერთაშორისო ძალოვანი ცენტრი ამიერკავკასიაში სტაბილურობით არის დაინტერესებული. სტაბილურობა ჩვენც გვჭირდება" - დასძინა მაილიანმა.


ბეჭდვა