ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადისა და მისი მეუღლის ონლაინ მიმოწერა გაავრცელა.
მიმოწერის გაცნობის შედეგად ცნობილი გახდა, რომ სირიის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერებს თავისი მეუღლის დატყვევების თაობაზე, ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაციას აწვდიდა.
ასადის წერილებს შორისაა ირანელ ექსპერტთა რჩევები - არეულობის ჩახშობის მეთოდების შესახებ.
"გარდიანის" ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტები ასადის ონლაინ მიმოწერას, სავარაუდოდ 2011 წლიდან აკონტროლებდნენ.
