სოჭში მთავარ სარკინიგზო სადგურში მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
თვითმხილველთა განცხადებით, სამართალდამცავები სადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას ითხოვდნენ. იქვე მობილიზებული იყო სახანძრო რაზმიც.
სამართალდამცავი ორგანოები აღნიშნულის შესახებ ჯერჯერობით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, შესაბამისად, ევაკუაციის მიზეზი უცნობია.
