რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე დღეს ევროპარლამენტი რეზოლუციას უყრის კენჭს.
ევროპარლამენტართა პოზიცია რუსეთში 4 მარტს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით კრიტიკულია.
ევროპარლამენტის წევრები იზიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას, რომლის მიხედვით, რუსეთის საპრეზიდენტო აჩევნებში მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა.
"უამრავი დარღვევის მომსწრენი გავხდით და აღნიშნულზე ევროპარლამენტის რეაქცია, უკვე მისი ღირსების საკითხია" - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ვიტაუტას ლანდსბერგისმა.
კენჭისყრას ევროპარლამენტში გუშინ დებატები უძღოდა.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 63,60%-ით ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.
