იაპონიაში ავარიის შედეგად 34 არასრულწლოვანი დაშავდა
იაპონიაში ავარიის შედეგად 34 არასრულწლოვანი დაშავდა
10:52 15.03.2012
იაპონიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 არასრულწლოვანი დაშავდა.

ავარია დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.





ბეჭდვა