ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სენატორების ინიციატივას - რუსეთთან იმ შეთანხმების გაუქმების შესახებ, რომელიც
ვერტმფრენების ყიდვას ეხება, მხარს უჭერს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.
ნულანდის თქმით, შტატებს მსგავსი პოზიცია რუსეთის მიერ სირიისთვის იარაღის მიყიდვამ გამოიწვია.
სენატორები კონტრაქტის შეჩერებას იმ რუსულ კომპანიასთან ითხოვენ, რომლისგანაც ავღანეთის ოპერაციისთვის ვერტმფრენებს ყიდულობენ.
