სობჩაკს "ლაიფ ნიუსი" ჟურნალისტზე თავდასხმაში ადანაშაულებს
სობჩაკს "ლაიფ ნიუსი" ჟურნალისტზე თავდასხმაში ადანაშაულებს
12:29 14.03.2012
სააგენტო "ლაიფ ნიუსი" ცნობილ რუს ტელეწამყვან ქსენია სობჩაკს ჟურნალისტზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტელეწამყვანი "ლაიფ ნიუსის" ჟურნალისტს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის, სობჩაკის რესტორანში, ტელეწამყვანისა და ოპოზიციონერების შეხვედრის გადაღებას ცდილობდა.
"ლაიფ ნიუსის" რედაქტორი საკუთარ ბლოგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე ღია წერილს აქვეყნებს და მომხდარის გამოძიებას ითხოვს.
თავის მხრივ სობჩაკი აცხადებს, რომ პირად შეხვედრებზე თვალყურის დევნებისა და ფარული გადაღების უფლებას არავის მისცემს.

ბეჭდვა