"რესპუბლიკელების ეროვნული კონვენცია" კანდიდატს აგვისტოში დაასახელებს
"რესპუბლიკელების ეროვნული კონვენცია" კანდიდატს აგვისტოში დაასახელებს
11:38 14.03.2012
აშშ-ს ყოფილმა სენატორმა, "რესპუბლიკელმა" რიკ სანტორუმმა ალაბამასა და მისისიპის შტატებში გამართულ პრაიმერში გაიმარჯვა.
ალაბამაში სანტორუმმა ხმების 35%, ხოლო მისისიპიში – 33% მოიპოვა.
ორივე შტატში მეორე ადგილზე კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ექს-სპიკერი ნიუტ გინგრიჩზე გავიდა.

წინასაარჩევნო კამპანიის ლიდერს, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილ გუბერნატორს მით რომნის მესამე ადგილი ერგო. მან ალაბამაში ხმათა 27%, ხოლო მისისიპიში – 31% მიიღო.

ექსპერტების აზრით, სამხრეთის შტატებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ რიკ სანტორუმი რომნის მთავარი ალტერნატივა გახდება.

"რესპუბლიკელების ეროვნული კონვენცია" მოქმედი პრეზიდენტის ბარაქ ობამას კონკურენტს აგვისტოში აირჩევს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება.

ბეჭდვა