ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს ბარაქ ობამას მოსახლეობის 41% უჭერს მხარს. ეს მონაცემი გაზეთ "New York Times-ის" მიერ ჩატარებული გამოკითხვით დაფიქსირდა.
გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტის რეიტინგი თებერვალთან შედარებით 9%-ით დაეცა.
გამოკითხულთა 50%-ის განცხადებით, ამერიკის მოსახლეობა ბარაქ ობამას მუშაობით უკმაყოფილოა, რაც უმუშევრობის მაღალმა დონემ და ბენზინზე ფასების ზრდამ გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი "რესპუბლიკელების" კანდიდატის პრაიმერთან შედარებით მაღალია.
ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას ოპონენტი მით რომნი იქნება, ბარაკ ობამა ხმების 47 %-ს, ხოლო რომნი - 44 %-ს მიიღებს.
