შეიარაღებული მებრძოლების ჯგუფმა ავღანეთის სამთავრობო დელეგაციას, რომელიც ყანდაღართან მდებარე სოფელ ბალანდში გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუხსნა.
"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, თავდასხმის შედეგად პოლიციელი დაიჭრა. დელეგაცია კი - ყანდაღარში დაბრუნდა.
დელეგაციაში პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაის ორი ძმა შედიოდა. ისინი რამდენიმე დღის წინ, ამერიკელი სამხედროს მიერ მოკლული მოქალაქეების ნათესავებთან შესახვედრად მიდიოდნენ.
ამერიკელმა სამხედრომ ავღანეთში 16 მშვიდობიანი მოქალქე მოკლა.
