ისრაელისა და პალესტინის დაჯგუფებები, რომლებიც ღაზას სექტორში მოქმედებენ, კონფლიქტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას ამის თობაზე "როიტერი" უსაფრთხოების ეგვიპტურ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გაირკვა, ეგვიპტელები მოლაპარაკებებზე, რომლის შედეგადაც ცეცხლის შეწყვეტა გადაწყდა, შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ,
მიღწეული შეთანხმება კონფლიქტის მხარეების მხრიდან ყველა ამჟამად არსებული ოპერაციის შეწყვეტას გულისხმობს.
სამხედრო მოქმედებები, რომელიც ისრაელ-პალესტინის საზღვართან ბოლო რამდენიმე დღეა გრძელდება 9 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა ღაზას სექტორში ავტომობილი გაანადგურა, რომელშიც "ჰამასის" ორი სამხედრო ლიდერი იმყოფებოდა.
საპასუხოდ, პალესტინამ ისრაელის მიმართულებით 200 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესობა მცირედ დასახლებულ რაიონებში ჩავარდა, დანარჩენი კი - ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მიერ განადგურდა.
ისრაელ-პალესტინას შორის ღაზას სექტორში სიტუაციის ხელახლა გამწვავებას გაეროს, ვროკავშირის და მეზობელი ეგვიპტის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
