აფხაზეთის ე.წ არჩევნებზე ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს
აფხაზეთის ე.წ არჩევნებზე ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს
11:50 13.03.2012
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში არ სცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის ე.წ არჩევნები ჩატარდა.   ამის შესახებ წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს.
"ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას" - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე, ხაზს უსვამს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების მოძიების მნიშვნელობასა და მოუწოდებს ყველა მხარეს, ამ მიმართულებით ძალისხმევა გამოიჩინონ.

ბეჭდვა