ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი "აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოსაწერად თითქმის მზად არის". ამის შესახებ "ბი-ბი-სი"იუწყება.
კარზაი აღნიშნავს, რომ დოკუმენტში, რომელსაც სავარაუდოდ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტამდე გააფორმებენ, ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული პირობები არ შედის.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ და ავღანეთში ამერიკის ჯარების სარდალმა გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, აშშ-ს კონტროლს დაქვემდებარებული საპატიმროები ეტაპობრივად ავღანეთის ხელმძღვანელობის კონტროლქვეშ გადავა.
კარზაიმ გუშინ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებამდე უცხოელი ჯარისკაცების ღამის რეიდების საკითხი უნდა მოგვარდეს.
ნატო-ს ჩიკაგოს სამიტი წელს მაისში გაიმართება.
