იაპონიაში მომხდარი კატასტროფიდან დღეს 1 წელი შესრულდა
სააგენტო "ფრანს-პრესის" ინფორმაციით, იაპონიის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად
დაღუპულებს დღეს პატივი ქვეყანაში წუთიერი დუმილით მიაგეს. აღევლენილი იქნა ლოცვები, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესიჰიკო ნოდა და იმპერატორი აკიჰიტო დაესწრნენ.
2011 წლის 11 მარტს იაპონიაში 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც შემდეგ ცუნამი მოჰყვა. ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა. კატასტროფას 19 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, "ფოკუსიმა 1"-ის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად კი - 160 ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა.
