ისრაელმა ღაზას სექტორზე დარტყმა განახორციელა
ისრაელმა ღაზას სექტორზე დარტყმა განახორციელა
11:32 11.03.2012
ისრაელმა დღეს გამთენიისას ღაზას სექტორზე დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" პალესტინის სამედიცინო სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ოპერაციის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - 10 მარტს იქნა მოკლული.
პალესტინელმა ბოევიკებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათეული რაკეტა ისროლეს. სროლა მათ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე 7 მარტს განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემდეგ დაიწყეს. ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, ორი ბოევიკი დაიღუპა, მათ შორის დაჯგუფება "სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტის" ხელმძღვანელი. ისარელის თავდაცვის არმიამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულები ისრაელი-ეგვიპტის საზღვარზე მასშტაბურ ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ.

ბეჭდვა