აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები დღეს გამოცხადდება
აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები დღეს გამოცხადდება
10:43 11.03.2012
აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ სააგენტო "აბხაზია.ორგ" იუწყება.
დე-ფაქტო აფხაზეთში საარჩევნო უბნები გუშინ, მოსკოვის დროით 20:00 საათზე დაიხურა. თვითაღიარებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 40%-ს მიაღწია. არჩევნების ჩატარებულად გამოსაცხადებლად კი - 25%-ის აქტივობა იყო საჭირო.
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 35 ადგილზე 148 კანდიდატი იბრძვის. 114 კანდიდატი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი, 34 კი - პოლიტიკური პარტიების. აქედან, 11-11 კანდიდატი "ედინაია აბხაზიამ" და "აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა" წარადგინეს, 6-6 კანდიდატი კი - "კომპარტიამ" და "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ფორუმმა".

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა შორის - 16 ქალია.

ბეჭდვა