აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის განცხადებით, არჩევნებში სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა
აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის განცხადებით, არჩევნებში სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა
19:08 10.03.2012
აფხაზეთის ე.წ .გენერალური პროკურორის საფარბეი მიკანბას შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
"თამამად შემიძლია განვაცხადო,რომ დღევანდელ არჩევნებში რაიმე სახის სერიოზულ კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა"-განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო გენერალულმა პროკურორმა.
მისივე თქმით, ამომრჩეველთა უფლებებს კანონი იცავს, რაც აფხაზეთის სუვერენულობას უსვამს ხაზს
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 37,6%-ს მიაღწია.

ბეჭდვა