კალიფორნიის ხელისუფლებამ "კოკა-კოლას" და "პეპსის" რეცეპტების შეცვლის განკარგულება გასცა.
ამის მიზეზად მათ შემცველობაში კიბოს გამომწვევი ნივთიერების, კარცეროგენის არსებობა დასახელდა.
BBC-ს ინფორმაციით, სასმელი ახალი შემადგენლობით კომპანიებმა მომავალი თვიდან უნდა აწარმოონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ეტიკეტზე სასმელის საზიანო ზემოქმედების შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა გაჩნდება, რომელიც დაახლოებით ისეთივე იქნება როგორიც თამბაქოს ნაწარმის კოლოფებზეა.
"კოკა-კოლას" და "პეპსის" წარმოება მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით წამში 8000 ჭიქა სასმელს მოიხმარენ.
