თურქეთში გუშინ მომხდარ "საუკუნის ძარცვად" შერაცხულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ქართველების ვინაობის შესახებ
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.
ასევე ჯერჯერობით არ ვრცელდება ზუსტი ინფორმაცია თუ რამდენი პიროვნებაა დაკავებული აღნიშნულ საქმეზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის ქალაქ ორდუში საიუველირო მაღაზიის ძარცვის შედეგად განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ოქროს ნაკეთობები იქნა მოპარული. მძარცველებმა მაღაზიაში სპეციალურად გათხრილი გვირაბის მეშვეობით შეაღწიეს.
