ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბედნიერი ვიქნები თუ ირანთან ომის საფრთხეს თავიდან ავიცილებთ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბედნიერი ვიქნები თუ ირანთან ომის საფრთხეს თავიდან ავიცილებთ
12:47 10.03.2012
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მიესალმება თუ თეირანზე საერთაშორი სანქციები იმოქმედებს, რაც ომის საშიშროებას გამორიცხავს.
"ეს მე ძალიან ბედნიერს გამხდის და ისრაელის ყველა მოქალაქე ბედნიერი იქნება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელს ხელში წამზომი არ უჭირავს და არც წინასწარ აქვთ განსაზღვრული თუ როდის დაარტყავს ირანს, თუმცა თვლის,რომ ირანს შეცდომის დაშვების უფლება არააქვს.
ცოტა ხნის წინ, აშშ-მ ისრაელს მოუწოდა თავი შეიკავოს საჰაერო დარტყმებისგან და სანქციების შედეგებს დაელოდოს. ისრაელი კი შიშობს, რომ სანქციები დროულად ვერ იმოქმედებს. თავის მხრივ კი ირანი ატომური იარაღის შექმნის მცდელობას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ატომური პროექტი მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ბეჭდვა