აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება პირადად, სატელეფონო საუბრისას მიულოცა.
ვლადიმერ პუტინის თანაშემწის საერთაშორისო საკითხებში - იური უშაკოვის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა მილოცვასთან ერთად, პუტინთან არაფორმალურად ორ ქვეყნას შორის მომავალი ურთიერთობების საკითხებიც განიხილა.
პუტინმა კი ობამასათან საუბარში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კუთხით ორ ქვეყანას შორის არსებული პოზიციების სხვაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს ყველანაირი საფუძველი აქვთ ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინონ.
უშაკოვის თქმით, პუტინი და ობამა ახლო მომავალში შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ.
"პუტინი ობამას რუსეთში საარჩევნო კამპანიის შესახებაც ესაუბრა. საუბარში ლიდერებმა აღნიშნეს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მძაფრი კრიტიკა ორივე მხრიდან იყო, თუმცა ამან რუსულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს" -აღნიშნა უშაკოვმა.
