რუსეთის დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში მშვიდად და გამჭვირვალედ ჩაივლის.
სპიკერი "რუსეთ-აფხაზეთის" ურთიერთობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.
"შედარებით მოკლე ვადაში ხელი მოეწერა რიგ შეთანხმებებს, მათ შორის საბაზისო შეთანხმებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე" - აცხადებს ნარიშკინი.
რუსული მედიის ინფორმაციით, არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით წარგზავნილი დუმის დელეგაცია სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატის 35 მანდატისთვის დღეს 148 კანდიდატი იბრძოლებს.
