მოსკოვის ხვალინდელ საპროტესტო აქციას ახალი ლოზუნგი აქვს
მოსკოვის ხვალინდელ საპროტესტო აქციას ახალი ლოზუნგი აქვს
17:33 09.03.2012
მოსკოვში ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ახალი ლოზუნგი - "პუტინი ჩვენი პრეზიდენტი არ არის!" აქვს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილ მიტინგზე საპრეზიდენტო არჩევნების რამდენიმე დამკვირვებელიც გამოვა.

"მემარცხენე ფრონტის" ლიდერის სერგეი უდალცოვის განცხადებით, მიტინგზე არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების ამსახველ ვიდეომასალებს წარადგენენ.
"მომიტინგეთა წინაშე სიტყვით გამოვლენ პოლიტიკოსები, "ამომრჩეველთა ლიგისა" და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები" - განაცხადა უდალცოვმა.
4 მარტს რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოპოზიციამ გააპროტესტა და პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყო. არჩევნებში 63,60%-ით ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.

ბეჭდვა