ევროპარლამენტის წევრები აზერბაიჯანში ჩავლენ
ევროპარლამენტის წევრები აზერბაიჯანში ჩავლენ
14:07 09.03.2012
ევროპარლამენტის დეპუტატები ბაქოში მილი მეჯლისში შეხვედრებს გამართავენ. ამის შესახებ "ნოვოსტი აზერბაიჯანი" იუწყება.
"აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ევროპის პარლამენტის დეპუტატებს ბაქოში რამდენიმე შეხვედრა აქვთ დაგეგმილი, ისინი ბაქოს რაიონებსაც მოინახულებენ", - აცხადებენ მილი მეჯლისში.
მათი ინფორმაციით, 10 მარტს დაგეგმილ შეხვედრებზე ევროპარლამენტსა და მილი მეჯლისს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხები განიხილება.

ბეჭდვა