FBI-ს ყოფილი აგენტის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 1 მლნ დოლარის ჯილდო დაწესდა
FBI-ს ყოფილი აგენტის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 1 მლნ დოლარის ჯილდო დაწესდა
12:54 09.03.2012
ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო FBI-ს გაუჩინარებული ყოფილი აგენტის რობერტ ლევინსონის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ  ფულად ჯილდოს აწესებს. ამის შესახებ "ნიუსპრესს" საქართველოში აშშ-ს საელჩოდან აცნობეს.

მიმდინარე კვირას, ლევინსონის გაუჩინარების მეხუთე წლისთავზე ფედერალური ბიუროს მიერ დაწესებული ჯილდო 1 000 000 აშშ დოლარია.

რობერტ ლევინსონი ამერიკის სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომელია. ის 2007 წლის 9 მარტს, ირანში კუნძულ კიშზე მოგზაურობის დროს შემდეგ გაუჩინარდა. ლევინსონმა იუსტიციის დეპარტამენტში, მათ შორის გამოძიების ფედერალურ ბიუროში28 წელი იმუშავა.

ერთი წლის წინ, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობამ მიიღო შემდეგი ინფორმაცია - "ლევინსონი იმყოფება გამტაცებელთა ტყვეობაში სამხრეთ–დასავლეთ აზიაში. ეს შეიძლება იყოს ავღანეთის, ირანისა და პაკისტანის მოსაზღვრე რეგიონები. თუმცა გამტაცებლების ვინაობა უცნობია".




ბეჭდვა