ფელგენგაუერი - რუსეთში რეპრესიების დრო დადგა
ფელგენგაუერი - რუსეთში რეპრესიების დრო დადგა
12:28 09.03.2012
ექსპერტ პაველ ფელგენგაუერის შეფასებით, საარჩევნო სეზონის დასრულების შემდეგ რუსეთში რეპრესიების დრო დადგა.

"მართალია, საერთაშორისო დამკვირვებლებმა 4 მარტს ჩატარებულ არჩევნებს უსამართლო უწოდეს, მაგრამ პუტინის რუსეთში ავტორიტარული მმართველობაა და მას კორუმპირებული ხელმძღვანელობა უდგას სათავეში" - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, ყველა ტელეკომპანია კონტროლირებადია და სასამართლოც პუტინის ბრძანებებს ემორჩილება .

"შესაბამისად, რუსეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ისევე შეუძლებელია, როგორც ბელორუსსა და ცენტრალურ აზიაში - თურქმენეთში, უზბეკეთში და ა.შ." - აცხადებს პაველ ფელგენგაუერი.

ბეჭდვა