პუტინმა და ბერლუსკონიმ თხილამურებით ისრიალეს
პუტინმა და ბერლუსკონიმ თხილამურებით ისრიალეს
11:41 09.03.2012
რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და მომავალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, იტალიის ექს-პრემიერს სილვიო ბერლუსკონის კრასნაია პოლიანას სამთო-სათხილამურო კურორტზე უმასპინძლეს.

რუსეთის სახელმწიფოს ლიდერებმა სტუმართან ერთად თხილამურებით სრიალის შემდეგ, კაფეშიც ისადილეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მედვედევი და პუტინი მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების საკითხს სოჭში განიხილავენ.

როგორც ცნობილია, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის პრემიერი ვლადიმერ პუტინი აღიარა. მან ამომრჩეველთა ხმების 63,60% მოაგროვა.

რუსეთში ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისს იგეგმება.

ბეჭდვა