პუტინი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე მუშაობას იწყებს
პუტინი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე მუშაობას იწყებს
16:47 08.03.2012
რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებაზე კონსულტაციებს იწყებს.  

"რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ პუტინმა მოქმედ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მადლობას ვუხდი რუსეთის ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობისთის. უადგილო არ იქნება შეგახსენოთ, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა. ამიტომ, რუსი ერის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმუშავებთ" - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებით პუტინმა ხმათა 63,60%-ით გაიმარჯვა.

ბეჭდვა