საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში პოლიტიკიდან წასვლის პირობას დებს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია "BFM TV-ის"- ეთერში განაცხადა.
"რამე სხვა საქმით დავკავდები, თუმცა, ჯერ არ ვიცი, კონკრეტულად რით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გამოკითხვის შედეგებით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა სოციალისტური პარტიის წამომადგენელს ფრანსუა ოლანდს აქვს. ნიკოლა სარკოზი მეორე ადგილს იკავებს.
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 22 აპრილსაა დანიშნული.
