რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა,რომ პუტინმა არჩევნებზე დამაჯერებლად და ღირსეულად გაიმარჯვა.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, ხმათა 63,60% ვლადიმერ პუტინმა მიიღო.
