რუსეთში 10 მარტს საპროტესტო აქცია გაიმართება
რუსეთში 10 მარტს საპროტესტო აქცია გაიმართება
11:16 08.03.2012
მოსკოვში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს 10 მარტიდან განაახლებს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის სერგეი პარხომენკოს თქმით, აქციის გამართვასთან  დაკავშირებით, მოსკოვის მერიაში შესაბამისი განცხადება უკვე შეტანილია.

რუსეთის საპრეზიდენტო აჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ პროტესტი არჩევნების მეორე დღესვე, 5 მარტს გამოხატა. ისინი შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა. მან ხმების 63,60% მიიღო.

ბეჭდვა