ვიქტორია ნულანდი - რუსეთის არჩევნების შედეგები საქართველოს მიმართ ამერიკის დამოკიდებულებას არ შეცვლის
ვიქტორია ნულანდი - რუსეთის არჩევნების შედეგები საქართველოს მიმართ ამერიკის დამოკიდებულებას არ შეცვლის
13:04 07.03.2012
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ამერიკის დამოკიდებულებას ვერ შეცვლის.   ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

"საქართველოსთან, მის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია. ამერიკის პოზიცია რუსეთთან ურთიერთობაში ამ საკითხებზე სრულიად ნათელია. არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები მას რაიმენაირად შეცვლის", - განაცხადა ნულანდმა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს ჩატარდა, ხმათა უმრავლესობა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. პუტინმა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხთან მიმართებაში უკან დახევას არ აპირებს.

ბეჭდვა