ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნება გაუჭირდება.
ასეთია რუსი და უცხოელი ექსპერტების დასკვნა.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთში საპროტესტო მუხტი გაიზრდება და პიკს ზაფხულში მიაღწევს.
ისინი ვარაუდობენ, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან პროტესტს სათანადო რეაქცია არ მოჰყვება, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, შესაძლოა, რუსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს.
რუსეთში 4 მარტს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია აპროტესტებს. მოსკოვში მორიგი საპროტესტო აქცია 10 მარტს იგეგმება. არჩევნების შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.
