ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი დარწმუნებულია, რომ ირანთან შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ისრაელი გაიმარჯვებს.
"ისრაელს უნახავს ომის საშინელებები. ჩვენ უპირატესობას მშვიდობას ვანიჭებთ, მაგრამ თუ ბრძოლა მოგვიწევს არ დავაყოვნებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა, ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი ურთიერთობების ყოველწლიურ კონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ირანის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ისრაელსა და ამერიკას იდენტური პოზიცია აქვს.
"ირანს მსოფლიოზე კონტროლის განხორციელებისა და ამით, მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელში ჩაგდების სურვილი აქვს. ამის შეჩერება აუცილებელია და შევაჩერებთ კიდეც", - აღნიშნა პერესმა.
