კასპიის ზღვასთან 1050 მეტრის სიმაღლის თაუერი აშენდება
კასპიის ზღვასთან 1050 მეტრის სიმაღლის თაუერი აშენდება
11:05 07.03.2012
კასპიის ზღვასთან 1050 მეტრის სიმაღლის "აზერბაიჯან თაუერი" აშენდება.
"აზერბაიჯან თაუერის" პროექტის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია და მას კონცერნი "ავესტა" ააშენებს.
თაუერში სასტუმრო, საცხოვრებელი აპარტამენტები და ბიზნესცენტრები განთავსდება.
თაუერის დიზაინის შექმნაში აზერბაიჯანელ კოლეგებს ბრიტანული, ამერიკული და ჰოლანდიური კომპანიები დაეხმარნენ.
"აზერბაიჯან თაუერი" მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაზე - " ბურჯ კალოფაზე" 200 მეტრით, ხოლო "კინგდომ თაუერზე" 50 მეტრით მაღალი იქნება.

ბეჭდვა