ქარიშხალმა „სენდიმ“, რომელიც კუბის აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს, ხოლო შემდეგ, იამაიკას და კარიბის ზღვას მიაღწია, 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - იუწყება „ბი-ბი-სი“.
11 ადამიანი დაიღუპა კუბაში, სადაც ქარიშხალმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, 9 ადამიანი კი, ჰაიტიზე, იამაიკაზე „სენდიმ“ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, ენერგომომარაგებაში პრობლემები შექმნა და ნგრევა გამოიწვია.
ამჟამად, „სენდი“ აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს ემუქრება.
გუანტანამოს ყურეში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ციხე მდებარეობს, ძლიერი ქარი ქრის და კოკისპირულად წვიმს. შეზღუდულია ენერგომომარაგება. ბაზის მთელმა პერსონალმა მყარ ნაგებობებს შეაფარა თავი.
ბაზის სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მსჯავრდებულთა უმეტესობა - 166 კაცი, გადაყვანილია შენობაში, რომელიც შეძლებს ქარიშხალს გაუძლოს, დანარჩენები კი, სხვადასხვა ადგილას გადაანაწილეს.
