24 ოქტომბერს მსოფლიოში გაერთიანებული ერების საერთაშორისო  დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა მიმართვა გაავრცელა.
როგორც  ბან კი მუნი აცხადებს,  გაერომ უნდა უპასუხოს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს და გააგრძელოს მუშაობა მშვიდობის, განვითარების, ადამიანის უფლებათა, კანონის უზენაესობის, ქალთა და ახალაგაზრდების უფლებებისა და შესაძლებლობების  გაფართოების მიმართულებით.        
გენერალური მდივანი არსებულ მიღწევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსოფლოში 2000 წლიდან  უკიდურესი სიღარიბის დონე ორჯერ შემცირდა, მრავალ ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნის პროცესები მიმდინარეობს და განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის  დამაიმედებელი ნიშნები არსებობს.     
ბან კი მუნი აცხადებს, რომ ათასწლეულის განვითარების  2015  წლისთვის არსებული ამოცანების მისაღწევად აუცილებელია აქტიური ძალისხმევა. 
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება, მათ შორის სტუდენტთა საინფორმაციო კვირეული, ასევე, სესია სტუდენტებისთვის გაეროს მოდელის შესახებ.    
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       