ტაივანის საავადმყოფოში ხანძრის შედეგად, 14 პაციენტი გარდაიცვალა
ტაივანის საავადმყოფოში ხანძრის შედეგად, 14 პაციენტი გარდაიცვალა
10:57 23.10.2012
14 პაციენტი გარდაიცვალა და 72-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ტაივანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ტაინანის მოხუცებულთა საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად - იუწყება „ბი-ბი-სი“.

ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ოთხსართულიან შენობაში ხანძარი დღეს გამთენიისას გაჩნდა.

საავადმყოფოს პაციენტთა უმრავლესობას მოძრაობა-გადაადგილების პრობლემა აქვს, ზოგიერთს საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომაც არ შეუძლია.

ადგილობრივ პოლიციას შენობის აალების გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ინფორმაცია არ აქვს.

ბეჭდვა