45 წლის ამერიკელმა ოჯახური კონფლიქტის გამო სპა-სალონში ცეცხლი გახსნა
45 წლის ამერიკელმა ოჯახური კონფლიქტის გამო სპა-სალონში ცეცხლი გახსნა
11:41 22.10.2012
ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკში 45 წლის მამაკაცმა სპა-სალონში - Azana Day სროლა ატეხა, რის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 დაიჭრა.

ინციდენტი დღეს ღამით მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული.

თავად თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას მკვდარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის რედკლიფ ხაფტონი აღმოჩნდა.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტი გახდა.

სპა-სალონში სამართალდამცავებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაც აღმოაჩინეს.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინციდენტის გამოსაძიებლად შტატის სამართალდამცავებისთვის საჭირო დახმარების გაწევის განკარგულება გასცა.



ბეჭდვა