იაპონიის სანაპირო დაცვამ ხანძარმოკიდებული გემის ეკიპაჟი გადაარჩინა
იაპონიის სანაპირო დაცვამ ხანძარმოკიდებული გემის ეკიპაჟი გადაარჩინა
13:17 21.10.2012
იაპონიის სანაპირო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარმოკიდებული სატვირთო გემიდან 64 მეზღვაური გადაარჩინეს.

ფრანც-პრესის ცნობით, კატასტროფა სატვირთო გემზე Ming Yang კუნძულ ოკინავას სანაპიროსთან მოხდა.

გემი სენტ-ვინსენტი და გრენადინის დროსის ქვეშ ცურავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ძრავის ნაწილში დეტონაცია გახდა.

სამაშველო ოპერაციის შედეგად ევაკუირებულია გემის მთელი ეკიპაჟი, რომელიც ჩინელი მეზღვაურებისგან შედგებოდა, სამმა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.





ბეჭდვა