ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 12 მგზავრი კი  - მძიმედ დაშავდა - ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება. 
სპეციალისტები გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ. 
ავარაია მაშინ  მოხდა, როცა სამგზავრო მატარებელი   ქალაქ მაშადიდან  თეირანში  მიემგზავრებოდა.
 
2004 წელს ირანში კიდევ ერთ მსგავს ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. ინდუსტრიული ქიმიკატებითა და  ნავთობით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. მომხდარი ტრაგედიის შედეგად მაშინ 200 ადამინი დაიღუპა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       