ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ათი ადამიანი, მათ შორის ლიბანის სადაზვერვო  სამსახურის ერთ-ერთი 
ხელმძღვანელი ვისამ  ალ ჰასანი ემსხვერპლა, 80 ადამიანზე მეტი კი მძიმედ  დაშავდა.
 აღნიშნულ  აფეთქებას მთელი  ლიბიის მასშტაბით  საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტებმა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში საბურავები დაწვეს.
მომხდარის გამო  ისინი  უშუალოდ ხელისუფლებას ადანაშაულებენ, და  ლიბანის პრემიერ -მინისტრის  დაუყონებლივ გადადგომას მოითხოვენ.
ბეირუთში მომხდარ აფეთქებას უკვე მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       