კადაფის ლიკვიდაციიდან ერთი წელი გავიდა
კადაფის ლიკვიდაციიდან ერთი წელი გავიდა
13:58 20.10.2012
დღეს ლიბიის ყოფილი მმართველის მუამარ კადაფის ლიკვიდაციიდან ერთი წელი გავიდა.
კადაფი 2011 წლის 20 ოქტომბერს  ლიბიელმა ამბოხებულებმა შეიპყრეს და წამებით მაშინ მოკლეს, როცა ქალაქ სირტედან გაქცევას ცდილობდა. 

კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლები ლიბიაში 2011 წლის თებერვალში დაიწყო.

გამომსვლელები კადაფის გადადგომას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი დესპოტური მმართველობის ქვეშ ცხოვრება ლიბიელი ხალხისთვის გაუსაძლისი იყო.

ანტისამთავრობო გამოსვლები, ნახევარწლიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

კადაფი ამ ხნის მანძილზე ძალისმიერი მეთოდებით არბევდა ამბოხებულებს და თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებდა, ამიტომ მისი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

კადაფი ლიბიას 42 წლის განმავლობაში უცვლელად მართავდა.

ბეჭდვა